ხშირად ამგვარ ფსიქოლოგიურ დარტყმას, მოზარდები ( კონკრეტულად გარდატეხის ასაკში მყოფნი ) განიცდიან, ვერ უძლებენ და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ. ამაზე არაერთი გამოკვლევა ჩატარებულა ფსიქოლოგების მიერ, თუმცა ჯერ ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან თუ რატომ ხდება ცხოვრება მოსაწყენი ზოგიერთ მომენტში.ადამიანიების ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტები, როდესაც სიცოცხლე გბეზრდება . როდესაც ცხოვრება შენთვის აზრს კარგავს და ყველაფერი კარგი რაც მომხდარა შენს ცხოვრებაში გავიწყდება და მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთაც შენში ცუდი ზეგავლენა იქონიეს, ფიქრობ რომ ამ სამყაროში შენი ადგილი არ არის, გგონია რომ არცერთ ადამიანს შენი არ ესმის და დედამიწაზე ერთადერთი ხარ ასეთ მდგომარეობაში.
ეს ფაქტი ჯერ კიდევ XII საუკუნეში აქვს აღწერილი - ფსიქოლოგს, ბოტანიკოსს, პოეტს, საზოგადო მოღვაწესა და უდიდეს მეცენატს (ეს რათქმაუნდა ხუმრობით, თუმცა ამ დახასიათებაში სიმართლის მარცვალიც არის, რადგან ყველა ჩემს ზევით ნახსენებ მიმდინარეობას ეხება მესხი მელექსე თავის ნაწარმოებში.) შოთა რუსთაველს . მან ძალიან კარგი სიტყვათა შეთანხმება გამოიყენა ამ ფსიქოლოგიური მომენტის აღსაწერად. როდესაც დავარი თავს მოიკლავს, შოთა წერს, რომ : ,,დავარისათვის სიცოცხლე გასაწყინარდა." აქამდე ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ მსოფლიო ლიტერატურის ლექტორმა გაგვაცნო შოთა რუსთაველის ეს გენიალური გამოთქმა, რომელიც ძალიან მომეწონა და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს (თუმცა ამას ჩემი ბლოგიდან ვერ გაიგებენ რადგად მკითხველი არ მყავს) .
მართლაც, ადამიანისთვის ხანდახან სიცოცხლე საწყინარდება, მაგრამ ჩვენ ადამიანებს გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, რომ ისე ვიცხოვროთ როგორც იქნება ჩვენთვის მისაღები და სასიამოვნო. უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი , რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ , ძილის წინ ვიღაც ჩვენზე ფიქრობს და ჩვენი არარსებობის შემთხვევაში ისინი ვერ იქნებოდნენ ისეთი ბედნიერები როგორებიც ჩვენთან ერთად არიან. 
No comments:
Post a Comment